Feeds:
Posts
Comments

4:22 AM


ხო.. დავბრუნდისავით.. დიდი ვერაFერი
ცარიელი ვარ რაღაც.. არაFრის მუღამზე 😐
არც ძილის, არც მუსიკის (!).თოვლზე ვოცნებობ, ჩაის ვსვამ და ვარ რა, არამიშავს 😐
ნელ-ნელა უფრო მღლის ეს system
ძაან რუტინული ცხოვრებით ვცხოვრობ
რამის შეცვლა მინდა მარა არც მაგის ტრაკი რომ არ მაქვს? Oo
მომბეზრდა ეს დროის გაყვანა, ხომ შეიძლება რამე ღირებულის გაკეთებაც მოუნდეს ადამიანს ცხოვრებაში
ეს ამინდიც მგრუზავს >.<იტოვოს მაინც =| კისერი მტკივა და თვალები მეწვის
ცივა.. არა, სახლში კია სითბო, მაგრამ.. 3:(

ხო.. ეს სენტიმენტალური რეალობაც ყელშია
დილით ვიღვიძებ ფიქრებით, რომ ისევ გათენდა და უკვე ვიცი მთელი დღის განმავლობაში რა იქნება..

არა რა იმოიდური პიკრები.. უბრალოდ მეც ვარ ხოლმე ცუდ ხასიათზე :E
სულ “აეეაეეეეე Fშიუუუუუ”-ც ყელშია უკვე :B

ორშაბათს კიდე სკოლა..

omfg
სად შემიძლია 😐

ხო.. და აქვე შემოგთავაზებთ ვიდეოს ,რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს :>
უFროსწორად 2 ვიდეoს და ერთ სურატს
ამ სამ რაღაცას ყოველთვის მოვყავარ ხასიათზე
და რათქმაუნდა ჩემი ჩაი <333

ესეც მეორე <3..

Death Cab For Cutie : )

PRAY!! xDDD..

ამინ(დ)!! -,-

My Grocery List :/

Just :/

Joy-Grocery-List2

Shit Happens.. -_-

wiნა ღამის თეთრად გათენების და 2 საათიანი ძილის შემდეგ თვალები საცოდავად დავაჭყიტე და ბოლო ხმაზე აყვირებულ ტელევიზორს ზიზღით შევხედე_ ნეტა არ არსებობდეს..
შემდეგ ტრუსებით მოტანტალე ბაბუაჩემს გავხედე, რომელიც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ’კოტიკოს რჩევებს’ და იმაზე ფირებში გართულმა, თუ როგორ მოვიკლა თავი ამ ყველაფრის შემდეგ :ს ისევ ძილი ვარჩიე, მაგრამ ვინ გაცადა?! O.o
სწორედ ამ დროს ტრუსებში გამოწყობილი ბაბუაჩემი დამატყდა თავს, მაგრამ სანამ ეგ მოხდებოდა მოვასწარი და საკვირვeლიტა მისითა ხმითა ამოვიკვნესე:
– რაარი ვერგავიგე დაყრუვდი თუ რა?
– აღარ უნდა გაიღვიძო?!
– მღვიძავს..
– [ნჯღრევა] არ ვიცი მე 5 წუთი [ ა? O.o ]
– ხელი გამიშვი მეძინება რა ბაბუ……მოკლედ, სანატრელი ბაბუკო როგორღაც მოვიშორე და ისევ ძილს მივუბრუნდი.
ბოლოს ძილი ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა დამიფრთხო  და მობუზული, აწითლებული ლოყებითა და გაბურძგნული თმით იმ მყუდრო ოთახისაკენ გავეშურე სადაც მშვიდად შევზლებდი ”ბუნების ძალის” დაშოშმინებას :ს… [მინდა აღვნიშნო, რომ შემდეგი სიტუაციისას პირღია ვიდექი :ს :/]
თითქმის გამოღვიძებულმა საპირფარეშოს კარი გამოვაღე და უნიტაზზე მდგარი ბაბუაჩემი ’დავაფიქსირე’, რომელსაც ”ზეცისაკენ” აღმარტული ჩაქუჩი უმშვენებდა ხელს ო_ო.. [ო.მ.გ]
ამ ყველაფრის შემხედვარემ პირი დავაღე და კარები ფრთხილად მივხურე.. შემდეგ ერთადერთ და განუმეორებელ ნეტარების წყაროს მივაშურე (ჰ)_(ჰ) ჩაის..
და ამ დროს სამზარეულოში ’წამოპლაკული’ დედაჩემი, ჩემი ჩაის ჭიქით შემომეგება .. [ ნეტავ რაზე ფიქრობენ მაინც და მაინც ჩემს ჭიქას რომ ეტაკებიან ხოლმე  ]
– 
– ჩემი ბასასუნააა..
– ჭიქა დადე რაა  ეგ ჩემია დეე
– ო მოიცა რა ყავას დავლევ და მერე დავდებ
– [ბოლოდან მე3ე სიტყვამ თავზარი დამცა O.o და კავშირი რომ არ ჩავთვალოთ..] რას სვაააამ?!
რათქმაუნდა ამ ჩემ კითხვაზე, რომელიც სრული სერიოზულობითა და სარკოზის არ იყოს აღშფოთებულმა წარმოვქვი პასუხი არ მიმიღია და შესაბამისად მომიხდა შევგუებოდი იმ აზრს, რომ ჩემი ჭიქით რაღაც ფეკალური, თხევადი მასის მაგვარ სითხეს მიირთმევდნენ..

დავუბრუნდეთ ”საჭირო ოთახს” : )) ო.მ
მეორედ რომ გამოვაღე ის ვითომდა თეთრი კარი ახლა უკვე უნიტაზზე და ისიც ისევე წამოჭიმული, როგორც დედაჩემი სამზარეულოში, გაზეთგადაშლილი და ზე ინ-ტე-ლე-ქტუ-ა-ლუ-რი სახის მიმიკით ჩაშტერებული ბაბუ ისევ იქ დამხვდა.

[ეს კიდევ 2 საათი ვერ გამოვა აქედან.. პოლიტიკური ტოპიკი არ წაუკითხავს ჯერ ]

ბოლოს სააბაზანოში შევედი და ”ყველაფერიც მკიდია” გამომეტყველებით კბილების საგულდაგულოდ ხეხვას შევუდექი..
ხი-ხუ, ხი-ხუ
[ბლიაა რა ხმა აქვს O_O..]
[1-2.. 1-2  ო.მ]..
ხხხ..პფუუუუუ…
და სულ რაღაც 5 წამით ნიჟარაზე დატყეპებული ქაფის ცქერით დავტკბი..:რამანწიკააა:

პანიკ.. :/

1ecc7ebfe5883f087f79e5118a0516fa

¤ Strange Dream ¤

Once I had a dream
I was sitting on the field of chamomiles and was singing the song and waving a crown with flowers.
I was eager to wake up but I couldn’t. I was sinking in my dreams so if that was impossible to wake up.
Suddenly a black cloud covered the sky. Thunderstorm began. I was scared and frightened so that I decided to run away but the light coming through the sky stopped me and surprised. When I tried to, I couldn’t run as if somebody cut my feet.. I fall down like a helpless baby. I looked up at the sky, the light was cutting my eyes and I couldn’t see anything. I tried but nothing was visible. Then the light disappeared but suddenly it appeared again in front of me. I saw a group of glow-worms but they weren’t shining. I was surprised and almost thought they weren’t glow-worms at all… then one big insect asked me who I was . I said: “I’m a human being”_ My heart was shivering and I was thinking it was just a dream. I was stuck in this cursed, damned dream. Then the glow-worms united and made a girl, a little girl witch reminded my childhood and somehow she looked like me a bit. How long will it continue , I was thinking..
She looked at me and said, that her name was Anna, then she took my hand and asked me to go with her. Curiosity arrested me and I went with her. When I started to walk I felt myself lightly. I looked up then down and saw the clouds were swimming on the blue sky with beautiful stars. Now I got really scared I looked at Anna and noticed smile at her face. I asked her why she was smiling but she didn’t answered. I followed her without saying a word. After sometimes she brought me to a deserted place. There was a hut and light was coming from the window. I got interested what was going on inside and asked to Anna about it. She said that there lived a witch who was transforming children into glow-worms. I got really angry and told her: “Why did you bring me here?! I didn’t know you had a bad wishes either I wouldn’t come with you. Anna laughed from the heart and said : “I brought you here 2 worn you and that you know who was this witch. Every night she goes to chamomiles valley and is doing bad things with those kids who are playing there. I didn’t believe her.. Suddenly everything disappeared and I went to school.. When I came to school I couldn’t find the door and I started thinking that I was really going crazy. Then I understand that the dream wasn’t finished. I hit the wall and it cracked , broke and the I really woke up! It wasn’t morning yet. Suddenly I saw Anna at my bad, she was smiling and I smiled her back , but I don’t know why. The Anna disappeared and I went back to sleep and this time it was very deep..
Nearly 20 years have passed after this dream and the most interesting thing is that this little girl Anna from my dream, still comes to me and she still gives me some useful advices.. ❤

strange_dream_by_thewiseninja

დილით თვალები ძლივს გავახილე და ზევით, მოწიკწიკე საათს გავუშტერე.. ჯანდაბა! უკვე ათი დაიწყო_ გამიელვა თავში და საწოლიდან წამოწევა ვცადე, მაგრამ რაღაც უჩვეულო დაღლილობა ვიგრძენი და ისევ საბანში ჩავძვერი.
მეორედ რომ გამეღვიძა უკვე ათი ხდებოდა  ჩამძინებია. სასწრაფოდ ავდექი და თბილად ჩავიცვი, გაბურძგნულ თმას რომ შევხედე საერთოდ გამიქრა დავარცხნის სურვილი, უკან გადავიწიე და შევიკარი, შემდეგ მთელი სახლი მოვიარე, მაგრამ არავინ დამხვდა. სარკესთან ფურცლის პატარა ნაგლეჯი შვნიშნე და აუჩქარებლად ავიტაცე ხელში. ”გასაღები მაგიდაზე დევს.”
გარეთ სუსხიანი დილა იდგა და თითქოს ცასაც ნაცრისფერი დაჰკრავდა. ამ ყველაფრის შემხედვარემ უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, რომ გამეღიმა.. პირიქით, ხელები ჯიბეებში ჩავიყე და მოღუშული სახით ავტობუსის გაჩერებისკენ ნელი ნაბიჯით გავეშურე.
რომელიღაც გაჩერებაზე ჩამოვედი და ფიქრებში გართულმა გზა განვაგრძე.. ის კი არ ვიცოდი სად მივდიოდი. დილიდან გამოყოლილმა თავის ტკივილმა ისევ შმახსენა არსებობა. საშინლად მტკივა, ამ ბოლო დროს უფრო ხშირად და მტკივნეულად მიტევს.
მოკლედ, დრო ბევრი მქონდა და გადავწყვიტე ერთი ადგილი მომენახულებინა…
ყველაფერი თეთრად იყო შეფერილი, თითქოს ვიღაცამ ბამბით დაფარა არემარეო. ტყეში გამოკვეთილ ბილიკს, რომელიც ასევე ფაფუკი, თეთრი თოვლით იყო დაფარული, რამოდენიმე ნაკვალევი მიუყვებოდა.. ერთი ნაკვალევი ამოვირჩიე და მას გავყევი. ბოლოს მხოლოდ ის ნაკვალევი დარჩა, რომელსაც მე მივყვებოდი, სხვა დანარჩენი სადღაც იკარგებოდა. ბილიკს მივუყვებოდი, მაგრამ ის მაინც არ წყდებოდა, თითქოს დასასრული არ ჰქონდა და არც ეს ნაკვალევი ქრებოდა გზიდან. დაღლილობამ თავისი გაიტანა და ღონემიხდილი მოწყვეტით ჩავეშვი თოვლიან ბილიკზე. სიჩუმეს მხოლოდ პატარა ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა, მაგრამ უცებ ჩიტებიც სადღაც გაქრნენ და ამ საშინელმა მდუმარებამ უფრო მეტად ჩამაფიქრა, თითქოს ამას ელოდაო და დახუჭული თვალებიდან ნაზად ჩამოსრიალდა ლოყებზე ცრემლები.. უცებ რაღაცამ გამაშეშა და ნამიანი თვალები ამ ნაკვალევს გავუშტერე. ვიჯექი თოვლში და ვუყურებდი ვიღაცის გავლილ გზას.
არა, მხოლოდ ერთს შეეძლო ჩემსავით მარტო გაევლო ეს თეთრი ბილიკი, თან ასე შორს.. ვიცოდი, რომ შეძლო, რადგან ის მე მგავდა, ძალიან მგავდა. რომანტიკა არ იტაცებდა, მაგრამ შეეძლო ადამიანის გაღმერთება და აკეთებდა კიდეც ამას. ბევრს წერდა, წერა უყვარდა საერთოდ, მაგრამ ბოლო დროს შეწყვიტა. ჩემი შექმნილი იყო, მე გამოვიგონე. მისგან, უსუსური არსებისაგან, რომელმაც არც კი იცოდა ჯერ რაზე უნდა ეფიქრა და რაზე – არა, ჩემი შინაგანი არსება გამოვძერწე და ჩემში ცხოვრების უფლებას ვაძლევდი.. მიყვარდა, ძალიან მიყვარდა ოდესღაც.
ფიქრებში გართულმა ვერც კი შვამჩნიე როგოდ დასველდა ჩემი შარვალი და მხოლოდ მაშინ შევნიშნე, როცა კანზე რაღაც ცივის შეხება ვიგრძენი. ფეხზე წამოვდექი, შემდეგ დავიხარე და ნაბიჯებსგან დატკეპნილ თოვლს გაყინული თითებით შვეხე, ბილიკს გავხედე და ისევ გზის გაგრძელება ვარჩიე. სულ რამოდენიმე წუთი ვიარე და უცებ კისერზე რაღაც ცივის შეხება ვიგრძენი.. გეგონება ვიღაც ცდილობს მოგატრიალოსო. ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში, მაგრამ მაინც ვერ მოვიკრიბე ძალა უკან მოვბრუნებულიყავი. ვიდექი გაშეშებული, თავდახრილი და ჩემს ფეხებს ჩავშტერებოდი. ისევ ჩავიმუხლე თოვლში და ვიგრძენი, რომ კისერზე ცივი აღარ მეხებოდა. თავი მაღლა ავწიე და იმის მაგივრად, რომ იქ ვინმე დამენახა, უბრალოდ სიცარიელე შევნიშნე.
ისიც ასეთი ცარიელი იყო ბოლო დროს. გაყინული, არაფრისმთქმელი თვალებით მიყურებდა და მხოლოდ ზიზღს ვგრძნობდი მისგან.. გაყინული ხელებით მეხებოდა მხრებზე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა სიცივეს ვერ ვიტანდი. მაწამებდა ბოლოს. ცივი მზერა სევდიანი მხოლოდ მაშინ უხდებოდა, შიშისაგან წამონთებულ ჩემს მზერას რომ შევაგებებდი. მიყურებდა ასე, სევდიანი, დიდხანს იდგა და მიყურებდა, იქამდე სანამ არ მივხვდებოდი, რომ ჩაფიქრდა და ყურადღებას აღარ მაქცევდა. ჩაეშვებოდა ხოლმე ბუხრის წინ და ისევ ისეთი ცარიელი, ცეცხლს მიშტერებოდა.
თანდათან ეუფლებოდა გონებას მასზე ფიქრები, როცა წავიდა, ბოლოს კი მთლიანად მოიცვა და სევდად იქცა, რომელიც სწრაფად ილექებოდა სადღაც, ჩემი გულის ბნელ კუთხეში.. ვიდექი და ვუყურებდი სითბოთი სავსე თვალებით ის კი არ მიყურებდა, თითქოს გამჭვირვალე ვყოფილიყავი, მისი მზერა ჩემში ატარებდა და სადღაც სივრცეში იკარგებოდა. არ შემეძლო, არ შემეძლო და თვალს ვერ ვუსწორებდი. მარტოობისას მეჩვენებოდა, რომ ისევ მაწამებდა სადღაც შორიდან, ისევ მეხებოდა მხრებზე თავისი ყინულივით ცივი ხელებით. ბოლოს ვერც კი მიხვდა, რომ მეც გამყინა და მთელი ის სითბო, რომელსაც მე ჩემს არსებაში ვაქსოვდი სადღაც გაქრა და თანაც სამუდამოდ.
სიცივემ უკვე სისხლი გამიყიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წამოდგომას ვცდილობდი, გონება მაინც სულ სხვა რამეზე იყო მიმართული. განუწყვეტლი ფიქრობდა მასზე, განუწყვეტლივ. მოვერიე საკუთარ ფიქრებს და ფეხზე წამოვდექი. ბილიკი ტყიდან გადიოდა და გაშლილ ადგილს მიუყვებოდა, მგონი მინდორი იყო. შემდეგ მინდორი დამთავრდა და ბილიკმა ისევ ტყეში შემიყვანა. ლამაზი იყო იქაურობა, თეთრი და ლამაზი. ტყის ბოლოს ბილიკი თითქმის დამთავრდა, რომ მის ბოლოში ვიღაც შევნიშნე. სადაც ბილიკი წყდებოდა შუაში ერთი ხე იდგა, თოვლით დაფარული და გამხმარი, მაგრამ მაინც ულამაზესი. მის წინ დაჩოქილიყო, თავი ხეზე მიედო და ჩუმად ქვითინებდა. შორიდანვე ვიგრძენი მისი სიცივე, მივხვდი, რომ იცოდა აქ მოვიდოდი და მელოდებოდა. ვიცოდი ,რომ უჩემოდ ვერ გაძლებდა და მაინც დავჭირდებოდი, რადგან ის ჩემი შექმნილი იყო.. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მაინც ვნახავდი და მის თვალებში იმ სიცივის მაგივრად, რომელიც თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება მტანჯავდა, სითბოს და სევდას დავინახავდი.. ამავე დროს სინანულსაც.
ჩემს წინ იდგა და ახლა ის ვერ მისწორებდა თვალს. ჩემი ხელი თავის ხელებში მოექცია დანაზად მეფერებოდა, თვალი თოვლიან ბილიკზე ჰქონდა გაშტერებული. ახლა ჩემს წინ იდგა ის არსება, რომელიც დავინახე და მასთან მისვლა მომინდა, მომინდა ცავხუტებოდი, მაგრამ ახლა უკვე ის აღარ მიყვარდა და თვითონაც ხვდებოდა ამას. აღარ მიყვარდა, მაგრამ ჩემი ნაწილი იყო და არც მისი მიტოვება შემეძლო ასე ადვილად.. და უცებ მივხვდი რა უმწეოა ადამიანი.. სულ ცოტა ხნმის წინ .. სულ ცოტა, რომ მცოდნოდა ეს მისი ნაბიჯები იყო, რომელსაც მივუყვებოდი.. თოვლში დაჩოქილი დავუწყებდი ფერებას, რომ მცოდნოდა.
.

bloody_autumn_by_frider