დილით თვალები ძლივს გავახილე და ზევით, მოწიკწიკე საათს გავუშტერე.. ჯანდაბა! უკვე ათი დაიწყო_ გამიელვა თავში და საწოლიდან წამოწევა ვცადე, მაგრამ რაღაც უჩვეულო დაღლილობა ვიგრძენი და ისევ საბანში ჩავძვერი.
მეორედ რომ გამეღვიძა უკვე ათი ხდებოდა ჩამძინებია. სასწრაფოდ ავდექი და თბილად ჩავიცვი, გაბურძგნულ თმას რომ შევხედე საერთოდ გამიქრა დავარცხნის სურვილი, უკან გადავიწიე და შევიკარი, შემდეგ მთელი სახლი მოვიარე, მაგრამ არავინ დამხვდა. სარკესთან ფურცლის პატარა ნაგლეჯი შვნიშნე და აუჩქარებლად ავიტაცე ხელში. ”გასაღები მაგიდაზე დევს.”
გარეთ სუსხიანი დილა იდგა და თითქოს ცასაც ნაცრისფერი დაჰკრავდა. ამ ყველაფრის შემხედვარემ უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, რომ გამეღიმა.. პირიქით, ხელები ჯიბეებში ჩავიყე და მოღუშული სახით ავტობუსის გაჩერებისკენ ნელი ნაბიჯით გავეშურე.
რომელიღაც გაჩერებაზე ჩამოვედი და ფიქრებში გართულმა გზა განვაგრძე.. ის კი არ ვიცოდი სად მივდიოდი. დილიდან გამოყოლილმა თავის ტკივილმა ისევ შმახსენა არსებობა. საშინლად მტკივა, ამ ბოლო დროს უფრო ხშირად და მტკივნეულად მიტევს.
მოკლედ, დრო ბევრი მქონდა და გადავწყვიტე ერთი ადგილი მომენახულებინა…
ყველაფერი თეთრად იყო შეფერილი, თითქოს ვიღაცამ ბამბით დაფარა არემარეო. ტყეში გამოკვეთილ ბილიკს, რომელიც ასევე ფაფუკი, თეთრი თოვლით იყო დაფარული, რამოდენიმე ნაკვალევი მიუყვებოდა.. ერთი ნაკვალევი ამოვირჩიე და მას გავყევი. ბოლოს მხოლოდ ის ნაკვალევი დარჩა, რომელსაც მე მივყვებოდი, სხვა დანარჩენი სადღაც იკარგებოდა. ბილიკს მივუყვებოდი, მაგრამ ის მაინც არ წყდებოდა, თითქოს დასასრული არ ჰქონდა და არც ეს ნაკვალევი ქრებოდა გზიდან. დაღლილობამ თავისი გაიტანა და ღონემიხდილი მოწყვეტით ჩავეშვი თოვლიან ბილიკზე. სიჩუმეს მხოლოდ პატარა ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა, მაგრამ უცებ ჩიტებიც სადღაც გაქრნენ და ამ საშინელმა მდუმარებამ უფრო მეტად ჩამაფიქრა, თითქოს ამას ელოდაო და დახუჭული თვალებიდან ნაზად ჩამოსრიალდა ლოყებზე ცრემლები.. უცებ რაღაცამ გამაშეშა და ნამიანი თვალები ამ ნაკვალევს გავუშტერე. ვიჯექი თოვლში და ვუყურებდი ვიღაცის გავლილ გზას.
არა, მხოლოდ ერთს შეეძლო ჩემსავით მარტო გაევლო ეს თეთრი ბილიკი, თან ასე შორს.. ვიცოდი, რომ შეძლო, რადგან ის მე მგავდა, ძალიან მგავდა. რომანტიკა არ იტაცებდა, მაგრამ შეეძლო ადამიანის გაღმერთება და აკეთებდა კიდეც ამას. ბევრს წერდა, წერა უყვარდა საერთოდ, მაგრამ ბოლო დროს შეწყვიტა. ჩემი შექმნილი იყო, მე გამოვიგონე. მისგან, უსუსური არსებისაგან, რომელმაც არც კი იცოდა ჯერ რაზე უნდა ეფიქრა და რაზე – არა, ჩემი შინაგანი არსება გამოვძერწე და ჩემში ცხოვრების უფლებას ვაძლევდი.. მიყვარდა, ძალიან მიყვარდა ოდესღაც.
ფიქრებში გართულმა ვერც კი შვამჩნიე როგოდ დასველდა ჩემი შარვალი და მხოლოდ მაშინ შევნიშნე, როცა კანზე რაღაც ცივის შეხება ვიგრძენი. ფეხზე წამოვდექი, შემდეგ დავიხარე და ნაბიჯებსგან დატკეპნილ თოვლს გაყინული თითებით შვეხე, ბილიკს გავხედე და ისევ გზის გაგრძელება ვარჩიე. სულ რამოდენიმე წუთი ვიარე და უცებ კისერზე რაღაც ცივის შეხება ვიგრძენი.. გეგონება ვიღაც ცდილობს მოგატრიალოსო. ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში, მაგრამ მაინც ვერ მოვიკრიბე ძალა უკან მოვბრუნებულიყავი. ვიდექი გაშეშებული, თავდახრილი და ჩემს ფეხებს ჩავშტერებოდი. ისევ ჩავიმუხლე თოვლში და ვიგრძენი, რომ კისერზე ცივი აღარ მეხებოდა. თავი მაღლა ავწიე და იმის მაგივრად, რომ იქ ვინმე დამენახა, უბრალოდ სიცარიელე შევნიშნე.
ისიც ასეთი ცარიელი იყო ბოლო დროს. გაყინული, არაფრისმთქმელი თვალებით მიყურებდა და მხოლოდ ზიზღს ვგრძნობდი მისგან.. გაყინული ხელებით მეხებოდა მხრებზე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა სიცივეს ვერ ვიტანდი. მაწამებდა ბოლოს. ცივი მზერა სევდიანი მხოლოდ მაშინ უხდებოდა, შიშისაგან წამონთებულ ჩემს მზერას რომ შევაგებებდი. მიყურებდა ასე, სევდიანი, დიდხანს იდგა და მიყურებდა, იქამდე სანამ არ მივხვდებოდი, რომ ჩაფიქრდა და ყურადღებას აღარ მაქცევდა. ჩაეშვებოდა ხოლმე ბუხრის წინ და ისევ ისეთი ცარიელი, ცეცხლს მიშტერებოდა.
თანდათან ეუფლებოდა გონებას მასზე ფიქრები, როცა წავიდა, ბოლოს კი მთლიანად მოიცვა და სევდად იქცა, რომელიც სწრაფად ილექებოდა სადღაც, ჩემი გულის ბნელ კუთხეში.. ვიდექი და ვუყურებდი სითბოთი სავსე თვალებით ის კი არ მიყურებდა, თითქოს გამჭვირვალე ვყოფილიყავი, მისი მზერა ჩემში ატარებდა და სადღაც სივრცეში იკარგებოდა. არ შემეძლო, არ შემეძლო და თვალს ვერ ვუსწორებდი. მარტოობისას მეჩვენებოდა, რომ ისევ მაწამებდა სადღაც შორიდან, ისევ მეხებოდა მხრებზე თავისი ყინულივით ცივი ხელებით. ბოლოს ვერც კი მიხვდა, რომ მეც გამყინა და მთელი ის სითბო, რომელსაც მე ჩემს არსებაში ვაქსოვდი სადღაც გაქრა და თანაც სამუდამოდ.
სიცივემ უკვე სისხლი გამიყიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წამოდგომას ვცდილობდი, გონება მაინც სულ სხვა რამეზე იყო მიმართული. განუწყვეტლი ფიქრობდა მასზე, განუწყვეტლივ. მოვერიე საკუთარ ფიქრებს და ფეხზე წამოვდექი. ბილიკი ტყიდან გადიოდა და გაშლილ ადგილს მიუყვებოდა, მგონი მინდორი იყო. შემდეგ მინდორი დამთავრდა და ბილიკმა ისევ ტყეში შემიყვანა. ლამაზი იყო იქაურობა, თეთრი და ლამაზი. ტყის ბოლოს ბილიკი თითქმის დამთავრდა, რომ მის ბოლოში ვიღაც შევნიშნე. სადაც ბილიკი წყდებოდა შუაში ერთი ხე იდგა, თოვლით დაფარული და გამხმარი, მაგრამ მაინც ულამაზესი. მის წინ დაჩოქილიყო, თავი ხეზე მიედო და ჩუმად ქვითინებდა. შორიდანვე ვიგრძენი მისი სიცივე, მივხვდი, რომ იცოდა აქ მოვიდოდი და მელოდებოდა. ვიცოდი ,რომ უჩემოდ ვერ გაძლებდა და მაინც დავჭირდებოდი, რადგან ის ჩემი შექმნილი იყო.. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მაინც ვნახავდი და მის თვალებში იმ სიცივის მაგივრად, რომელიც თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება მტანჯავდა, სითბოს და სევდას დავინახავდი.. ამავე დროს სინანულსაც.
ჩემს წინ იდგა და ახლა ის ვერ მისწორებდა თვალს. ჩემი ხელი თავის ხელებში მოექცია დანაზად მეფერებოდა, თვალი თოვლიან ბილიკზე ჰქონდა გაშტერებული. ახლა ჩემს წინ იდგა ის არსება, რომელიც დავინახე და მასთან მისვლა მომინდა, მომინდა ცავხუტებოდი, მაგრამ ახლა უკვე ის აღარ მიყვარდა და თვითონაც ხვდებოდა ამას. აღარ მიყვარდა, მაგრამ ჩემი ნაწილი იყო და არც მისი მიტოვება შემეძლო ასე ადვილად.. და უცებ მივხვდი რა უმწეოა ადამიანი.. სულ ცოტა ხნმის წინ .. სულ ცოტა, რომ მცოდნოდა ეს მისი ნაბიჯები იყო, რომელსაც მივუყვებოდი.. თოვლში დაჩოქილი დავუწყებდი ფერებას, რომ მცოდნოდა..